იმისათვის, რომ დაიწყოთ საკუთარი ბიზნესი ლაზერული ეპილაციის ბაზარზე, აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია კომპანია SANSO-ს მაღალკვალიფიციურ მენეჯერთან. გაცნობებთ, რომ დღევანდელ დღეს, ერთადერთი კომპანია საქართველოში, რომელიც გთავაზობთ მომსახურებათა სრულ სპექტრს, არის კომპანია SANSO - www.sanso.ge

კომპანია SANSO ინოვაციური პროგრამის SANSO Start Up Pro-ს ფარგლებში, გთავაზობთ:

- ინოვაციურ აპარატებს მსოფლიო ბრენდ ALMA LASERS-ისგან!

- საქართველოს ბაზრის კვალიფიციური ანალიზის გათვალისწინებით შესაბამისი ფართის მოძიებას;

- ბიზნესის სწორად დაგეგმარებას, ჩვენ თქვენთვის შევადგენთ პროფესიონალურ ბიზნეს გეგმას;

- საუკეთესო ფინანსურ მოდელს აპარატის შესაძენად;

- უნივერსალურ გაიდლაინებს ქართულ ენაზე - თუ როგორ უნდა მიაღწიოთ წარმატებას ესთეტიკა-კოსმეტოლოგიის ბაზარზე საქართველოში!

- სპეციალისტების მაღალკვალიფიციურ გადამზადებას - რის შემდეგადაც გაიცემა საერთაშორისო სერთიფიკატი!

- კომპანია SANSO-ს მაღალკვალიფიციური გუნდი, გაგიწევთ პროფესიონალურ კონსულტაცებს!

 

 

დღევანდელ დღეს, აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო კონგრესსა თუ გამოფენაზე, წამყვანი სპეციალისტები თანხმდებიან, რომ Soprano-ს ხაზის ლაზერული ეპილაციის აპარატები წარმოადგენენ ყველაზე ინოვაციურ, მაღალტექნოლოგიურ, ეფექტურ, უმტკივნეულო და სწრაფ სისტემებს.

საქართველოში ერთადერთი ადგილი, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ Soprano-ს ხაზის პროფესიონალური ლაზერული ეპილაციის აპარატები არის კომპანია SANSO - იხილეთ ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია ამ ლინკზე - http://www.sanso.ge/contact

 

ლაზერული ეპილაციის აპარატის შეძენისას, პირველ რიგში აუცილებელია იმ ადგილობრივ კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელიც შემოგთავაზებთ მხარდაჭერის სრულ სპექტრს. კარგად დაფიქრდით ამა თუ იმ კომპანიის არჩევისას, მოითხოვეთ შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებს მათ ექსკლუზიურ თანამშრომლობას საერთაშორისო მწარმოებელთან (მომწოდებელთან). ასევე გირჩევთ, რომ აუცილებლად დაფიქრდეთ იმ საფრთხეებზე რაც თან ახლავს არა ავტორიზებულ (არა ექსკლუზიურ წარმომადგენელთან) თანამშრომლობას. დამატებითი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით იხილეთ ამ ლინკზე - http://www.sanso.ge/why

ასევე გახსოვდეთ, რომ საუკეთესო ლაზერული ეპილაციის აპარატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

- ნებისმიერ სეზონზე, ნებისმიერი ტიპის კანზე და თმაზე, უმტკივნეულო, უსაფრთხო და ეფექტური მანიპულაციის ჩასატარებლად აუცილებელია შემდეგი ტექნოლოგიების გამოყენება - in-Motion, SHR, ICE! ამ ტექნოლოგიების გარეშე არსებობს დამწვრობის, ჰიპო და ჰიპერპიგმენტაციის, შედეგიანობის არ ქონის და ა.შ რისკები.

- უნდა აკმაყოფილებდეს ყველა საერთაშორისო სტანდარტს - ISO, CE, FDA!

- შესაძლებელი უნდა იყოს იმავე პლატფორმაზე აპარატის გაუმჯობესება - მაგალითად ახალი ტექნოლოგიების დამატება - NIR, Speed, Alex, Yag და ა.შ!

- საუკეთესო შემთვევაში, ლაზერული ეპილაციის აპარატი უნდა აერთიანებდეს სამივე ლაზერულ ტექნოლოგიას (დიოდი, ალექსანდრიტი, ნეოდიუმი) ერთ უნივერსალურ მანიპულაში! დაფიქრდით! ასეთი აპარატი მსოფლიოში ერთადერთია - ALMA Soprano Platinum!

 

უდაოა, რომ დღევანდელ დღეს საუკეთესო ლაზერული ეპილაციის აპარატს წარმოადგენს ALMA Sorpano ICE Platinum-ი. მიზეზი მარტივია ვინაიდან ALMA Sorpano ICE Platinum-ი არის ერთადერთი აპარატი მსოფლიო ბაზარზე, რომელიც აერთიანებს სამივე ლაზერული ეპილაციის ტექნოლოგიას (დიოდი, ალექსანდრიტი, ნეოდიუმი) ერთ უნივერსალურ მანიპულაში, ეს აუცილებელია, რომ ლაზერის სხივმა მოახდინოს ეფექტური თერმული ზემოქმედება, კანქვეშ, თმის შესაბამის ანატომიურ წარმონაქმნებზე.  ამასთან ერთად სისტემა აღჭურვილია რევოლუციური SHR In-Motion ტექნოლოგიით, რაც უზრუნველყოფს პროცედურის უსაფრთხოებას, კომფორტს და ხდის მას მეტად ეფექტურს. გაზრდილია სამუშაო თავაკის ზომა, რაც 2-ჯერ ამცირებს პროცედურის დროს. გაუმჯობესებულია გაგრილების სისტემა ICETM, რაც კიდევ უფრო ზრდის პროცედურის უსაფრთხოებას და მინიმუმამდე დაჰყავს გვერდითი ეფექტების რისკი.

დღვანდელ დღემდე სპეციელისტს უნდა ემოქმედა შემდეგნაერად - თმის ანატომიური მდგომარეობის, ასევე ზრდის სტადიების, კანისა და თმის ტიპის გათვალისწინებით უნდა შეერჩია კონკრეტული ლაზერული ეპილაციის ტექნოლოგია (დიოდი, ალექსანდრიტი, ნეოდიუმი).

ეს პრობლემა უკვე აღარ არსებობს მას შემდეგ რაც ბაზარზე წარმოებაში ჩაეშვა ინოვაციური აპარატი ALMA Soprano ICE Platinum-ი.

შედეგად მივიღეთ აპარატი, რომელიც არის:

- გაცილებით მძლავრი

- მეტად ეფექტური

- უფრო სწრაფი

- უმტკივნეულო და უსაფრთხო!

P.S არ დაგავიწყდეთ, რომ პროცედურისას ALMA Speed GEL-ის გამოყენება მინიმუმ 2-ჯერ უფრო აჩქარებს ეფექტის დადგომას. გაეცანით მის შესახებ ინფორმაციას ამ ლინკზე - www.speedgel.ge

 

ALMA Soprano ICE Platinum-ი არის მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილი ლაზერული ეპილაციის აპარატი.

ALMA Soprano ICE Platinum-ი ეს არის მსოფლიო ბრენდ ALMA LASERS-ის მიერ შექმნილი ინოვაციური პლატფორმა, კომპანიის 10 წლიანი წარმატების აღსანიშნავად. მთავარი ინოვაცია მდგომარეობს შემდეგში, ALMA Soprano ICE Platinum-ი დღევანდელ დღეს არის ერთადერთი აპარატი, რომელიც აერთიანებს სამ მაღალ ტექნოლოგიურ ლაზერულ სხივს (დიოდი, ალექსანდრიტი, ნეოდიუმი) ერთ უნივერსალურ მანიპულაში. ეს საშუალებას იძლევა თმის ფოლიკულის ანატომიური სტრუქტურების სხვადასხვა სიღრმეზე ზემოქმედება მოხდეს ერთდროულად და მაქსიმალურად ეფექტურად.

 

ALMA Soprano ICE Platinum-ი - ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული ტექნოლოგია ბაზარზე არსებული ყველა სხვა აპარატისაგან. მასში გაერთიანებულია მოწინავე ტექნოლოგიები და რაც მთავარია 3 მაღალტექნოლოგიური, სხვადსხვა ტალღის სიგრძლის მქონე ლაზერული სხივი (დიოდი - 810ნმ, ალექსანდრიტი - 755ნმ, ნეოდიუმი - 1064ნმ). ის გთავაზობთ ძალასა და მრავალფეროვნებას, რაც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ სასურველი შედეგი ნებისმიერ კლინიკურ შემთხვევაში, მთელი წლის მანძილზე!

 

ALMA Soprano ICE Platinum-ი იყენებს მსოფლიო ბრენდ ALMA LASERS-ის მიერ დაპატენტებულ SHR In-MotionTM (Super Hair Removal) მეთოდს, ეს არის ერთადერთი კლინიკურად და მეცნიერულად დამტკიცებული ლაზერული ეპილაციის ტექნოლოგია, რაც გულისხმობს პროცედურის პრაქტიკულად უმტკივნეულოდ ჩატარებას. განსაკუთრებული მეთოდი გულისხმობს სითბოსა და ენერგიის გადაცემას, სხივის არა ერთბაშად გამოტყორცნით, არამედ მის ეტაპობრივ, ჰომოგენურ და ეფექტურ აკუმულირებას კონკრეტულ ზონაზე. ეს იცავს გარემომცველ ქსოვილებს დაზიანებისგან და თავიდან აგაცილებთ ტკივილის შეგრძნებას. ამავდროულად კიდევ უფრო გაუმჯობესებული, ინტეგრირებული ICETM ტექონოლოგია, აგრილებს კანის ზედაპირს ტკივილის შეგრძნებისა და ზედაპირული დამწვრობების თავიდან აცილების მიზნით.

 

SHRTM (Super Hair Removal) ეს არის მსოფლიო ბრენდ ALMA LASERS-ის ექსკლუზიური, დაპატენტებული ტექნოლოგია. აღნიშნული მეთოდი ფართოდ ცნობილია ბაზარზე, როგორც ყველაზე სწრაფი, ეფექტური და უმტკივნეულო ლაზერული ეპილაციის მეთოდი

SHRTM (Super Hair Removal) მუშაობის პრინციპი დაფუძნებულია კანქვეშ სითბოს თანდათანობით გადაცემაზე, იმ დონემდე სანამ ტემპერატურა ეფექტურად არ დააზიანებს თმის ფოლიკულას და ხელს შეუშლის მის ხელახალ ზრდას. ამასთან ერთად, აღნიშნული მეთოდი არის ერთადერთი გამოსავალი გარემომცველი ქსოვილების დაზიანების თავიდან ასაცილებლად. მოკლე იმპულსების მაღალი სიხშირით გამოტყორცნა, უზრუნველყოფს სხივის მაღალ შეღწევადობას კანქვეშ, მაღალი საშუალო სიმძლავრის მიღებას და სითბოს ყველაზე ეფექტურ აკუმულირებას კანქვეშ.

ALMA LASERS-ის რევოლუციურ სამუშაო პროტოკოლს წარმოადგენს In-MotionTM. ეს მეთოდი გულისხმობს აპლიკატორის მუდმივ მოძრაობას სამუშაო არეალზე და მაღალი ენერგიის არა ერთბაშად გამოტყორცნას, არამედ მის ეტაპობრივ, ჰომოგენურ და ეფექტურ აკუმულირებას კონკრეტულ ფართობზე. ამასთან ერთად კანის გაგრილება ხორციელდება ყველაზე ეფექტური ICETM კონტაქტური მეთოდით (-5 გრადუსამდე). ეს თავიდან აგაცილებთ ზედაპირული დამწვრობის რისკს და უზრუნველყოფს უმტკივნეულო, კომფორტული და ეფექტური პროცედურის ჩატარებას.

 

რა თქმა უნდა! ALMA Soprano ICE Platinum-ი აღჭურვილია, ინოვაციური SHR In-MotionTM ტექნოლოგიით. მოცემული მეთოდი აღიარებულია მსოფლიოში წამყვანი სპეციალისტების მიერ როგორც ყველაზე უსაფრთხო ლაზერული ეპილაციის მეთოდი. ეს ტექნოლოგია დამტკიცებულია უამრავი კლინიკური და სამეცნიერო კვლევებით, როგორც ყველაზე უსაფრთხო და უმტკივნეულო ლაზერული ეპილაციის მეთოდი, ნებისმიერი ტიპის კანისა და თმის შემთხვევაში. SHR ტექნოლოგიის გამოყენებით თმის ფოლიკული ერთეული მაღალი ენერგიის იმპულსის მაგივრად (რომელსაც კანის დაზიანების გამოწვევა შეუძლია) ნადგურდება შედარებით დაბალი ენერგიის განმეორებადი იმპულსებით. მსგავსი ტიპის იმპულსები თანდათანობით ათბობს დერმას თმის ფოლიკულის გასანადგურებლად საჭირო ტემპერატურამდე და ამავდროულად მინიმუმამდე დაჰყავს კანის დამწვრობის რისკი.

 

დიახ!  მუქი ფერის შემთხვევაში კანში არსებული მელანინი მეტად მგრნობიარეა სითბოს მიმართ, თუმცა ALMA Soprano ICE Platinum- ის SHR In-MotionTM მეთოდი კლინიკურად დამტკიცებულია როგორც ყველაზე უსაფრთხო მეთოდი, ყველა ტიპის კანისათვის. იმის ნაცვლად, რომ თმის ფოლიკულა განადგურდეს ერთჯერადი მაღალი ენერგიის იმპულსის ზემოქმედების შედეგად , რასაც შეუძლია კანის ზედაპირის დაზიანება გამოიწვიოს მელანინის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო, SHR მეთოდი თანდათან ათბობს კანის ზედაპირს, მანამ სანამ ენერგიის საჭირო რაოდენობა არ გადაეცემა თმის ფოლიკულას. სწორედ ეს მეთოდი ხდის SHR ტექნოლოგიას ყველაზე უსაფრთხოს ლაზერული ეპილაციისათვის, მათ შორის მუქი კანის ფერის მქონე პაციენტებისათვის.

 

რა თქმა უნდა ! SHR In-MotionTM მეთოდი სისტემას ხდის უნიკალურს, რაც საშუალებას გვაძლევს ლაზერული ეპილაციის პროცედურა უსაფრთხოდ ჩავატაროთ წლის ნებისმიერ დროს, მათ შორის გარუჯულ კანზე . გარდა ამისა, SHR მეთოდით ჩატარებული მკურნალობისას მზის სხივები ნაკლებად ტრავმულია კანისათვის.

 

არ არის აუცილებელი! თუმცა ჩვენი და საერთაშორისო რეკომენდაციით უმჯობესია თუ პროცედურას ჩაატარებს ექიმი სპეციალისტი ან სერტიფიცირებული კოსმეტოლოგი. თუმცა ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს არავითარი რეგულაცია, რაც კრძალავს მოცემული აპარატით ლაზერული ეპილაციის პროცედურის ჩატარებას, ნებისმიერი ადამიანის მიერ.

ასევე გაცნობებთ, რომ ALMA Soprano ICE Platinum - ით ლაზერული ეპილაციის ჩატარება არის საკმაოდ მარტივი, ხოლო კომპანია SANSOTM უზრუნველყოფს თქვენს მაღალკვალიფიციურ გადამზადებას, რის შემდეგაც თქვენ სრულყოფილად დაეუფლებით მუშაობის ტექნიკას, აითვისებთ სამუშაო პროტოკოლს და შეძლებთ პაციენტების სწორ შეფასებას და პროცედურის ეფექტურად ჩატარებას.

 

ALMA Soprano ICE Platinum-ი დღესდღეობით გთავაზობთ ყველაზე სწრაფ ლაზერული ეპილაციის პროცედურას. ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის კანის ფერზე, თმის ტიპსა და სამუშაო ზონის სიდიდეზე. ლაზერული ეპილაციის ერთი სეანსის ხანგრძლოვობა შეიძლება იყოს წამები (მაგ: ზედა ტუჩი), ან 8 წუთი (მთლიანი ზურგი).

 

დამოკიდებულია პაციენტის კანისა და თმის ტიპზე, ძირითადად შედეგი პირველივე პროცედურის შემდეგ მიიღწევა, ლაზერული ეპილაციის კურსის ხანგრძლივობა კი საშუალოდ 6-8 პროცედურაა.

 

 

საუკეთესო ლაზერული ეპილაციის აპარატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

- ნებისმიერ სეზონზე, ნებისმიერი ტიპის კანზე და თმაზე, უმტკივნეულო, უსაფრთხო და ეფექტური მანიპულაციის ჩასატარებლად აუცილებელია შემდეგი ტექნოლოგიების გამოყენება - in-Motion, SHR, ICE! ამ ტექნოლოგიების გარეშე არსებობს დამწვრობის, ჰიპო და ჰიპერპიგმენტაციის, შედეგიანობის არ ქონის და ა.შ რისკები.

- უნდა აკმაყოფილებდეს ყველა საერთაშორისო სტანდარტს - ISO, CE, FDA!

- შესაძლებელი უნდა იყოს იმავე პლატფორმაზე აპარატის გაუმჯობესება - მაგალითად ახალი ტექნოლოგიების დამატება - NIR, Speed, Alex, Yag და ა.შ!

- საუკეთესო შემთვევაში, ლაზერული ეპილაციის აპარატი უნდა აერთიანებდეს სამივე ლაზერულ ტექნოლოგიას (დიოდი, ალექსანდრიტი, ნეოდიუმი) ერთ უნივერსალურ მანიპულაში! დაფიქრდით! ასეთი აპარატი მსოფლიოში ერთადერთია - ALMA Soprano ICE Platinum!

 

ლაზერული ეპილაციისას, შედეგიანობის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად, აუცილებელია სპეციალური გელის, ALMA Speed GEL-ის გამოყენება. დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ გელთან დაკავშირებით იხილეთ ამ ლინკზე - www.speedgel.ge

რა არის SPEED GEL-ი?

ეს არის მსოფლიო ბრენდ ALMA LASERS - ის მიერ შექმნილი ინოვაციური ფორმულა, აუცილებელი კომპონენტი ლაზერული და ფოტო ეპილაციის შემთხვევაში. იგი წარმოადგენს მელანინის ხელოვნურ ქრომოფორს, რომელიც ზრდის ლაზერული და ფოტო სხივის შეღწევადობას თმის ფოლიკულის ირგვლივ! მისი გამოყენება მინიმუმ 2-ჯერ აჩქარებს ეფექტის დადგომას ლაზერული ეპილაციისას.

 

ლაზერული ეპილაციის აპარატი არის მაღალ ტექნოლოგიური და ძვირადღირებული სისტემა. შესაბამისად შესრულებული მანიპულაცია წესით და რიგით ვერ უნდა იყოს იაფი. გაითვალისწინეთ, რომ სპეციალისტის მუშაობის პროცესი ითვალისწინებს მკაცრი პროტოკოლის დაცვას, მისი  დარღვევის შემთხვევაში პროცედურა იქნება უშედეგო. არსებული დაბალი ფასებით მუშაობის შემთხვევაში შეუძლებელია კონკრეტული ზონის სწორად დამუშავება. ამ შემთხვევაში ექიმი დიდი ალბათობით არღვევს პროტოკოლს და ზოგავს აპარატს მუშაობის პროცესში.

მსოფლიო ბრენდ ALMA LASERS-ის მიერ აღებული რეკომენდაციით, სწორად გაკეთებული ლაზერული ეპილაცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

- სპეციალისტი უნდა ახდენდეს პაციენტის ზუსტ შეფასებას და ამის შემდეგ არჩევდეს თუ რა პარამეტრებით იმუშავებს შემდგომში;

- გვერდითი ეფექტების თავიდან ასაცილებლად სასურველია მუშაობდეს SHR In-Motion რეჟიმით

- აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს თმის ანატომიურ თავისებურებებს;

- კონკრეტული ზონის, ასევე თმის ზრდის სტადიების, კანისა და თმის ფერის გათვალისწინებით უნდა იყენებდეს შესაბამის ლაზერულ ტექნოლოგიას;

- არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმპულსების დაზოგვა - ეს აისახება შედეგზე.

ყველა ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმის გათვალისწინებით ჩვენ გირჩევთ, ნუ გააკეთებთ აქცენტს მხოლოდ ფასზე, ყურადღება გაამახვილეთ იმაზე თუ რამდენად სასურველი შედეგის მოცემა შეუძლია ლაზერულ ეპილაციას სწორი სერვისის მიღების შემთხვევაში! აქედან გამომდინარე პაციენტებმა უმჯობესია გადაიხადოთ მეტი და შესაბამისად მიიღოთ გარანტირებული შედეგი, გაცილებით მოკლე დროში.

 

ლაზერული ეპილაციის აპარატები მსოფლიო ბაზარზე არსებობს 1997 წლიდან და იყოფა სხვადასხვა ტიპებად - რუბი ლაზერი (თითქმის აღარ გამოიყენება), ალექსანდრიტის ლაზერი, დიოდის ლაზერი, ნეოდიუმის ლაზერი. ბოლო წლების განმავლობაში ლაზერული ეპილაცია წარმოადგენს მსოფლიო დერმატო-კოსმეტოლოგიის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად მანიპულაციას.

ლაზერული ეპილაცია, ეს არის პროცედურა, რომლის დროსაც ხორციელდება ორგანიზმიდან თმის მოშორება გრძელ-იმპულსოვანი ლაზერის მიერ და ამასთან ერთად თმის შესაბამისი ანატომიური წარმონაქმნების დაზიანება იმ ეტაპამდე სანამ ისინი ბოლომდე არ შეწყვეტენ თმის წარმოქმნას. სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენებისას, ხდება თმის შესაბამისი ანატომიური წარმონაქმნის თერმული დაზიანება, რაც შემდგომში ხელს უშლის თმის ხელახალ ზრდას.  ლაზერული ეპილაციის პროცედურა აუცილებელია ჩატარდეს გაპარსული კანის ზედაპირზე. მექანიზმი დაფუძნებულია შემდეგზე - თმის ფოლიკულაზე გადაცემული ენერგია (სითბო) აფერხებს თმის ხელახალ ზრდას. თმის ზრდა დაყოფილია სტადიებად (4 სტადია). ვინაიდან სტადიების დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია, ხოლო სამუშაო არეალზე ყოველი თმის ღერი შესაძლოა სხვადასხვა ზრდის სტადიაში იმყოფებოდეს, ამიტომ სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებელია, კონკრეტულ ზონაზე ლაზერული ეპილაციის 6-8 პროცედურის ჩატარება (4-6 კვირის ინტერვალით).

 

ლაზერული ეპილაციის ტიპებია:

1 - Ruby რუბი ლაზერი - 694ნმ (ლალის კრისტალზე დაფუძნებული  ლაზერული სხივი, მოძველებული ტექნოლოგია, რომელიც თითქმის აღარ გამოიყენება ლაზერულ ეპილაციაში)

2 - ალექსანდრიტის ლაზერი - 755ნმ

3 - დიოდის ლაზერი - 810ნმ (დიოდური ეპილაცია)

4 - ნეოდიუმის ლაზერი - 1064ნმ (Nd:Yag)

5 - 2016 წლიდან წარმოებაში ჩაეშვა რევოლუციური ლაზერული ეპილაციის აპარატი ALMA Soprano ICE Platinum-ი, რომლის ტექნოლოგიაც დაფუძნებულია სამივე ლაზერული სხივის (ალექსანდრიტი, დიოდი, ნეოდიუმი) გაერთიანებით ერთ უნიკალურ მანიპულაში.

ალექსანდრიტის ლაზერი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლაზერული ეპილაციის მეთოდია, მისი ტალღის სიგრძე 755 ნანომეტრია.

ალექსანდრისტის ლაზერისთვის აბსორბმენტი (ენერგიის მიმღები) არის პიგმენტი მელანინი და სისხლის უჯრედები (ერითროციტები)

ალექსანდრიტის ლაზერის თმის ღერზე მოქმედების პრინციპი შემდეგია - ალექსანდრიტის ლაზერის მიერ გენერირებული სხივი შთაინთქმება, თმის ღერში არსებული პიგმენტ მელანინის მიერ და შლის მას.   სხივის ზემოქმედებისას არ უნდა მოხდეს კანის თერმული დაზიანება, რადგან პიგმენტ მელანინს კანიც შეიცავს. ამასთან, რაც უფრო მუქი ფერისაა კანი, მით მეტია მასში მელანისის შემცველობა და საჭიროებს უფრო დამზოგავი ენერგიით მუშაობას.  უსაფრთხო მუშაობას ხელს უწყობს გაგრილების სისტემა, მანიპულის შემხები ზედაპირი აუცილებლად დაფარული უნდა იყოს საფირის მინერალით(რომელსაც სითბოს შთანთქმის საშუალება აქვს) და იყინებოდეს 3-5 გრადუსამდე. სწორედ ამ გაგრილების სიტემის დამსახურებაა ის რომ, მუშაობის პროცესში კანის ტემპერატურა ადის მაქსიმუმ 20-25 გრადუსამდე, შესაბამისად პაციენტებს არანაირი დისკომფორტი არ აღენიშნებათ.

ნებისმიერი სხვა ფირმის ალექსანდრიტის გამოყენება ყოვლად დაუშვებელია გარუჯულ ან მუქი ფერის კანზე, რადგან არსებობს დამწვრობის, ჰიპერ და ჰიპოპიგმენტაციების ან სხვა გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი. რაც შეეხება ALMA LASERS-ის ექსკლუზიურ SHR In MotionTM ტექნოლოგიას, ეს არის ერთადერთი მეთოდი მსოფლიო ბაზარზე, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ალექსანდრიტის ლაზერით ვიმუშაოთ ყველა ტიპის კანზე ისე, რომ პაციენტმა არ მიიღოს დამწვრობა და პროცედურის დროს არ აღენიშნებოდეს დისკომფორტი.

 

ბოლო წლებში დიოდის ლაზერული ეპილაციის აპარატებმა დაიკავეს მოწინავე პოზიციები მსოფლიო დერმატო-კოსმეტოლოგიის ბაზარზე. დიოდის ლაზერის ტალღის სიგრძე არის 810 ნმ.

დიოდის ლაზერისთვის ერთადერთი აბსორბმენტი არის პიგმენტი.

ამ სხივის ენერგია შთაინთქმება თმის ღერის მიერ, ხოლო ფოლიკულში ჩაღწევისას, ფოლიკულის სტრუქტურა ირღვევა და რამოდენიმე ხნის შემდეგ თმა ცვივა. გასათვალისწინებელია, რომ ლაზერის ზემოქმედება ვრცელდება მხოლოდ აქტიურ, მზარდი (ანაგენის ფაზა) თმის ღერის ფოლიკულებზე, რომელთა რაოდენობაც სხეულზე დაახლოებით 30%-მდეა.

დიოდის ლაზერისთვის იდეალური სამიზნეა მუქი პიგმენტირებული თმა.

 

ნეოდიუმის ლაზერის (Nd:Yag) ტალღის სიგრძეა 1064 ნმ.

მისთვის აბსორბმენტი არის წყლის მოლეკულა, შესაბამისად ხდება ლაზერული სხივის სიღრმისეული შეღწევადობა.

მოქმედების მექანიზმიც რადიკალურად განსხვავებულია: სხივი მოქმედებს თმის ბოლქვის მკვებავ კაპილარზე და იწვევს მის დახურვას, სკლეროზს, თმის ძირი კვდება და ცილდება კანს.

ნეოდიუმის სხივი კანის ყველაზე ღრმა ფენებამდე აღწევს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან  უხეში თმის ბოლქვი ხშირად სწორედ ამ სიღრმეშია განლაგებული (4მმ 5მმ სიღრმემდე), ამიტომ მხოლოდ ამ ტიპის ლაზერს შეუძლია მსავსი ტიპის თმისგან განთავისუფლება.

ნეოდიუმის ლაზერის გამოყენება რეკომენდირებულია მუქი - კავკასიური ტიპის კანის, ასევე გარუჯული კანის შემთხვევაში, რადგან იგი არ მოქმედებს მელანინზე და არ გამოიწვევს დამწვრობას.

მისი საშუალებით შესაძლებელია ქერა და უპიგმენტო თმის  მოშორება: რადგანაც მას არ ესაჭიროება თმაში მელანინის არსებობა.

არ იწვევს დამწვრობას, რადგან შეღწევადობა სხვა ლაზერებისგან განსხვავებით შედარებით დაბალია.

 

IPL - ეს არის ინტენსიური პულსაციის ნათება და არავითარი კავშირი არ აქვს ლაზერულ ეპილაციასთან. ფოტო ეპილაციის შემთვევაში, სხივი ნაკლებად აღწევს თმის ფოლიკულამდე, შესაბამისად შედეგი მიიღწევა საკმაოდ გვიან. ამასთან ერთად, ლაზერული ეპილაციისგან განსხვავებით, ფოტო ეპილაციის შემთხვევაში არ ხდება სიმძლავრის ეფექტური კონტროლი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს დამწვრობა, ჰიპერპიგმენტაცია და სხვა გვერდითი ეფექტები

 

გაუპარსავი კანის ზედაპირზე, ლაზერული ეპილაციის ჩატარებისას არსებობს მაღალი რისკი, იმისა, რომ განვითარდეს დამწვრობა, ჰიპერპიგმენტაცია, ჰიპოპიგმენტაცია და ა.შ. ამის მიზეზია კანის ზედაპირიდან ამოწვერილ თმაზე მძლავრი ლაზერული სხივის მოხვედრა, ამ დროს ლაზერი გაივლის კანის ზედაპირზე არსებულ თმის ღერს, კარგად ვერ შეაღწევს თმის ფოლიკულამდე და დიდი ალბათობით გამოიწვევს ზემოთ მოცემული გვერდითი ეფექტების განვითარებას (დამწვრობა, ჰიპერპიგმენტაცია, ჰიპოპიგმენტაცია, თეთრი ლაქების გაჩენა და ა.შ).

 

არა, ეს არის მითი, რომელსაც ავრცელებენ საქართველოში არსებული ზოგიერთი კლინიკები / ცენტრები, ძირითადად ისინი ვინც მუშაობენ სტანდარტული ალექსანდრიტის ლაზერით.

საერთაშორისო კვლევებსა და სწავლებებზე დაყრდნობით ნებისმიერი ტიპის ლაზერული ეპილაციისას აუცილებელია თმის გაპარსვა, მიზეზი მარტივია, რადგან ლაზერის სხივმა აუცილებლად უნდა გაიაროს თმაში არსებული პიგმენტი მელანინი და ჩავიდეს კანქვეშ სამიზნე ქსოვილამდე. კანის ზემოთ დატოვებული თმა, ხელს უშლის და აფერხებს სხივის შეღწევადობას კანქვეშ, აქედან გამომდინარე გაუპარსავ კანზე ლაზერული ეპილაციის ჩატარება არავითარ შემთხვევაში არ არის რეკომენდირებული.

რაც შეეხება თმის მომენტალურ დაცვენას - გაუპარსავ კანზე ლაზერული ეპილაციის პროცედურის ჩატარებისას, ხდება კანიდან ამოწვერილი თმის მოწვა, ეფექტი ერთი შეხედვით არის თმის გაქრობა, პაციენტი ხედავს, რომ იმ ადგილას თმა აღარ აქვს, თუმცა გახსოვდეთ, რომ თმის ბოლქვი ამ შემთხვევაში არის ხელშეუხებელი და შესაბამისად პროცედურა ხანგრძლივ პერსპექტივაში არაფრის მომცემი. ამასთან ერთად აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ გაუპარსავ კანზე ლაზერული ეპილაციის ჩატარებას უმეტეს შემთხვევაში თან ახლავს გვერდითი ეფექტების განვითარება - დამწვრობა, ჰიპერპიგმენტაცია, ჰიპოპიგმენტაცია, თეთრი ლაქების გაჩენა და ა.შ.

 

ამ შეკითხვის დასმისას, აუცილებელია პაციენტებმა იცოდეთ ლაზერული ეპილაციის მექანიზმი, რომელიც დაფუძნებულია შემდეგზე - თმის ფოლიკულაზე გადაცემული ენერგია (ლაზერის სხივი, სითბო) უზრუნველყოფს თმის შესაბამისი ანატომიური წარმონაქმნის დაზიანებას და გარკვეული პერიოდის შემდეგ მის ცვენას, ხოლო შემდგომში აფერხებს თმის ხელახალ ზრდას. თმის ზრდა დაყოფილია სტადიებად (4 სტადია). ვინაიდან სტადიების დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია, ხოლო სამუშაო არეალზე ყოველი თმის ღერი შესაძლოა სხვადასხვა ზრდის სტადიაში იმყოფებოდეს, ამიტომ სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებელია, კონკრეტულ ზონაზე ლაზერული ეპილაციის დაახლოვებით 6-8 პროცედურის ჩატარება 4-6 კვირის ინტერვალით.

 

თმის ზრდა, თითოეულ თმის ფოლიკულაში ხორციელდება ციკლების მიხედვით. ადამიანის თმა  განვითერების სამ ფაზას გადის: ანაგენი - ზრდის ფაზა, კატაგენი - რეგრესული ცვლილებების ფაზა და ტელოგენი - დასვენების ფაზა, რასაც კვლავ მოსდევს ახალი ანაგენი და ასე მეორდება მთელი სიცოცხლის მანძილზე. ყოველი თმის ფოლიკული გენეტიკურად დაპროგრამებულია 25-27 თმის წარმოქმნაზე, თითოეულ თმას აქვს ცხოვრების „ინდივიდუალური გეგმა", ამიტომაც სხვადასხვა თმის ღერი ერთსა და იმავე დროს  განვითარების ციკლის სხვადასხვა სტადიაში არის.

ანაგენი - თმის აქტიური ზრდის ფაზა, ეტაპი, როდესაც ხდება თმის ბოჭკოს წარმოქმნა.

კატაგენი - თმის ფოლიკულის რეგრესის ფაზა. ეს არის ფაზა, როდესაც თმის კანქვეშა ნაწილი წყვეტს ზრდას. ე.წ თმის ფესვის კვდომის ფაზა.

ტელოგენი - დასვენების ფაზა.თმის გაცვენა და ახალი ფესვის ფორმირება. ეს არის თმის ზრდის ბოლო ციკლი. ძველი თმა ცილდება ორგანიზმს და იმავე ადგილას იწყება ახალი ანაგენის ფაზა.

ნორმალურ მდგომარეობაშ, ზემოთ აღნიშნული თმის ზრდის ციკლები მიმდინარეობს მთელი ცხოვრების განმავლობაში. თუმცა გარკვეულმა ფაქტორებმა, შესაძლოა გამოიწვიონ მოცემული ფაზების დარღვევა ორგანიზმში.

ლაზერული ეპილაციის შემთხვევაში, სხივი ძირითადად მოქმედებს იმ თმაზე, რომელიც იმყოფება ანაგენის ფაზაში. ვინაიდან დღევანდელ დღეს შეუძლებელია თმის ზრდის ციკლის დადგენა, აქედან გამომდინარე აუცილებელია ლაზერული ეპილაციის განმეორებითი პროცედურების რამოდენიმეჯერ ჩატარება და არავითარ შემთხვევაში არ არის რეკომენდირებული პროცედურის გამოტოვება. მიზეზი მარტივია რათა მოხდეს შესაბამის ფაზაში თმის თითოეული უბნის ეფექტური დაზიანება და მისი ხელახალი ზრდის პრევენცია.  თმის ზრდის სრული ციკლის ხანგრძლივობა სხეულის სხვადასხვა ზონაზე განსხვავებულია. მაგალითად სახის ზონაზე საჭიროა პროცედურების უფრო ხშირად ჩატარება (დაახლოებით 3 კვირიანი ინტერვალებით). მაშინ როცა, ფეხების და ზურგის ზონაზე შესაძლებელია პროცედურების შედარებით იშვიათად  ჩატარება (დაახლოვებით 8 კვირიანი ინტერვალებით). საერთაშორისო პრაქტიკაზე და კვლევების მიხედვით დადგენილია, რომ   პროცედურებს შორის 4-6 კვირიანი ინტერვალი, მიჩნეულია ყველაზე გონივრულ დროდ, რათა პროცედურისას ლაზერის სხივმა უმეტესად იმოქმედოს იმ თმაზე, რომელიც იმყოფება ანაგენის ფაზაში.

 

ჭარბთმიანობის მიზეზი ძალიან ბევრი და მრავალფეროვანია, მაგალითად:

- მემკვიდრეობითი დაავადებები;

- ორსულობა;

- ჯირკვლოვანი და / ან ჰორმონალური დისბალანსი;

- ჰირსუტიზმი - ქალის სხეულზე სქელი ან მუქი თმის ჭარბი ზრდა მამაკაცისთვის დამახასიათებელ ადგილებზე ;

- ჰიპერტრიქოზი - სხეულზე თმიანობის მატება, ამგვარი დარღვევა ზოგთან დაბადებისთანავე შეინიშნება, ზოგს შემდგომ უვითარდება;

- თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები;

- ინსულინის მიმართ რეზისტენტულობა - ეს ძირითადად გამოწვეულია, წონის მატებით, ტკბილეულისა და ნახშირწყლების ხშირი მიღებით, ასეთ დროს უჯრედები, ვეღარ რეაგირებენ საჭირო სიგნალზე და ირღვევა ინსულინის გამოყოფის ნორმა;

- რეაქცია გარკვეულ მედიკამენტებზე;

- ზოგიერთ შემთხვევაში ეს არის ნორმალური მოვლენა, დაბერების პროცესთან ერთად;

- დეპილაციის იმ ფორმების ბევრჯერ გაკეთება, რომელიც ზემოქმედებს თმის ფესვზე - გაპარსვა, თმის პინცეტით მოშორება.

მანამ სანამ მიმართავენ ლაზერული ეპილაციის პროცედურას, პაციენტებს, რომელთაც უჩვეულო ადგილებში აღენიშნებათ ჭარბთმიანობა, აუცილებელია მიმართონ შესაბამის სპეციალისტს, სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად, რათა დადგინდეს მიზეზი და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა. ლაზერული სხივი, ზემოქმედებას მოახდენს მხოლოდ იმ თმებზე, რომლებიც მოცემულ მომენტში იმყოფებიან ნორმალური ზრდის (ანაგენის) ფაზაში. გახსოვდეთ, რომ ეპილაციისთვის განკუთვნილ ლაზერს არ შეუძლია შეაჩეროს ან შეცვალოს ორგანიზმში მიმდინარე მოვლენები, ასე, რომ თუ კი ორგანიზმში არსებობს გარკვეული დარღვევები, ამ შემთხვევაში არსებობს ალბათობა, რომ ლაზერული ეპილაციის პროცედურა იქნება უშედეგო.

მაგალითად,ქალბატონებს, რომელთაც ქალისთვის არადამახასიათებელ ადგილას ახასიათებთ ჭარბთმიანობა, ლაზერული ეპილაციის პროცედურამდე, აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმ-ენდოკრინოლოგს, პოლიკისტოზური საკვერცხეების  სინდრომის ან ტესტოსტერონის მომატებული დონის დასადგენად. მამაკაცებს, რომელთაც ახასიათებთ ჭარბთმიანობა, უმეტეს შემთხვევაში უნდა მიმართონ სპეციალისტს, ინსულინის მიმართ რეზისტენტულობის დასადგენად

 

კანის და თმის ტიპების კლასიფიკაცია 1975 წელს წარმოადგნია მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა, ტომას ფითსპატრიკმა. ამ კლასიფიკაციის მიხედვით კანი / თმა იყოფა 6 ტიპად - I, II, III, IV, V, VI!

კანის და თმის ტიპები ხასიათდება შემდეგი მახასიათებლებით:

I ტიპის კანი: ძალიან მგრძნობიარე კანი, ხშირად იწვება მზეზე, არასდროს ირუჯება. თმის ტიპის გათვალისწინებით ამ კატეგორიაში შედიან შემდეგი ადამიანები -  წითელ თმიანი (ჭორფლიანი კანი) ან ალბინოსი.

II ტიპის კანი: მზეზე ძალიან მგრძნობიარე, იწვება ადვილად, რთულად ირუჯება. მაგალითად - ადამიანები ღია ფერის კანით და ღია ფერის თმით.

III ტიპის კანი: მზეზე მგრძნობიარე, ხანდახან იწვება, ირუჯება ნელა ღია ყავისფერი ტონალობით. მაგალითად - მუქი კავკასიელები ან შერეული ევროპელები.

IV ტიპის კანი: მზეზე მინიმალურად მგრძნობიარე, იშვიათად იწვება, ყოველთვის ირუჯება საშუალო ყავისფერ ტონალობამდე. მაგალითად - ხმელთაშუაზღვისპირელები, ევროპელები, აზიელები, ლათინოამერიკელები, ამერიკელი ინდიელები.

V ტიპის კანი: მზეზე მგრძნობელობა არ ახასიათებთ, თითქმის არ იწვება, ირუჯება მუქი ყავისფერი ტონალობით. მაგალითად - ლათინოამერიკელები, აფრო-ამერიკელები, ახლო აღმოსავლეთის მოსახლეობა.

VI ტიპის კანი: მზეზე მგრძნობელობა არ ახასიათებთ, არასდროს არ იწვება, მაგალითად - აფრო-ამერიკელები, აფრიკელები, ახლო აღმოსავლეთის მოსახლეობა.

 

ალექსანდრიტის ლაზერი - ალექსანდრიტის ლაზერი ხასიათდება ფოლიკულაში სხივის შეღწევადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით. მისი გამოყენება ყველაზე ეფექტურია ფითსპატრიკის შკალით I და II ტიპის ადამიანებზე. მუქი ფერის თმაზე სტანდარტული ალექსანდრიტის ლაზერით ეპილაციისას არსებობს დამწვრობის, ჰიპერ და ჰიპო პიგმენტაციების რისკი. Soprano ICE-ის ლაზერული ეპილაციის პლატფორმაზე არსებული ალექსანდრიტის მანიპულა, საშუალებას იძლევა პროცედურა ჩატარდეს მათ შორის მუქი ფერის კანზეც, ვინაიდან მოცემული ტექნოლოგია არის ერთადერთი ბაზარზე რომელიც უზრუნველყოფს ენერგიის არა ერთბაშად გამოტყორცნას, არამედ მის ჰომოგენურ და ეფექტურ აკუმულირებას კანქვეშ - SHR In-Motion ტექნოლოგია!

დიოდური ლაზერი - დიოდური ეპილაცია რეკომენდირებულია ჩატარდეს I-IV ტიპის ადამიანებზე. ერთადერთი Soprano-ს ხაზის ლაზერული ეპილაციის აპარატები აღჭურვილია ექსკლუზიური SHR In-Motion ტექნოლოგიით, რაც საშუალებას იძლევა პროცედურა ჩატარდეს ნებისმიერი ტიპის კანზე, ნებისმიერ სეზონზე, მათ შორის გარუჯულ კანზეც. ამასთან ერთად პროცედურა არის, უსაფრთხო, ყველაზე ეფექტური, უმტკივნეულო და კომფორტული.

ნეოდიუმი (Nd:Yag) - ამ ტიპის ლაზერული ეპილაციის აპარატები ხასიათდება ფოლიკულამდე სხივის შეღწევადობის ყველაზედაბალი მაჩვენებლით. ნეოდიუმის ლაზერით ეპილაცია რეკომენდირებულია განსაკუთრებით მგრძნობიარე და მუქი ფერის კანის შემთხვევაში

*ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ თითოეული ზემოთ აღნიშნული ლაზერული ეპილაციის სხივი ზემოქმედებს თმის სხვადასხვა ანატომიურ წარმონაქმნზე - შესაბამისად ამ სამი ტექნოლოგიის ერთდროულად გამოყენება არის ყველაზე ეფექტური საშუალება თმის სამუდამოდ მოსაცილებლად. ერთადერთი აპარატი მსოფლიო ბაზარზე რომელიც აერთიანებს სამ მაღალტექნოლოგიურ ლაზერულ სხივს, ერთ მანიპულაში არის ALMA Soprano ICE Platinum.   

 

გარუჯულ კანზე, ლაზერული ეპილაციის პროცედურის ჩასატარებლად, აუცილებელია კონკრეტული ეპილაციის აპარატი აღჭურვილი იყოს შესაბამისი დამცავი, დამზოგავი ტექნოლოგიებით. ALMA Soprano Platinum-ი არის ერთადერთი მაღალტექნოლოგიური ლაზერული ეპილაციის აპარატი მსოფლიო ბაზარზე, რომელიც აღჭურვილია, ინოვაციური SHR In-MotionTM ტექნოლოგიით. მოცემული მეთოდი აღიარებულია მსოფლიოში წამყვანი სპეციალისტების მიერ როგორც ყველაზე უსაფრთხო ლაზერული ეპილაციის მეთოდი. ეს ტექნოლოგია დამტკიცებულია უამრავი კლინიკური და სამეცნიერო კვლევებით, როგორც ყველაზე უსაფრთხო და უმტკივნეულო ლაზერული ეპილაციის მეთოდი, ნებისმიერი ტიპის კანისა და თმის შემთხვევაში. SHR ტექნოლოგიის გამოყენებით თმის ფოლიკული ერთეული მაღალი ენერგიის იმპულსის მაგივრად (რომელსაც კანის დაზიანების გამოწვევა შეუძლია) ნადგურდება შედარებით დაბალი ენერგიის განმეორებადი იმპულსებით. მსგავსი ტიპის იმპულსები თანდათანობით ათბობს დერმას თმის ფოლიკულის გასანადგურებლად საჭირო ტემპერატურამდე და ამავდრიყლად მინიმუმამდე დაჰყავს კანის დამწვრობის რისკი.

 

ALMA Soprano Platinum-ის ექსკლუზიური SHR In-MotionTM ტექნოლოგია, საშუალებას გაძლევთ გაირუჯოთ პროცედურიდან რამოდენიმე დღეში (3-4 დღე). მთავარია კანზე ჰიპერემია (სიწითლე) არ აღინიშნებოდეს. გახსოვდეთ, რომ ეპილაციის შემდგომ მომენტალურად რუჯის მიღება არც ერთ შემთხვევაში არ არის რეკომენდირებულია, ამ შემთხვევაში კანის მგრძნობელობა გაზრდილია და შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების განვითარება!

 

დიახ, თქვენ შეგიძლიათ ლაზერული ეპილაციიდან 2-3 დღის შემდეგ იხმაროთ ავტორუჯი. მისი გამოყენება ასევე შეგიძლიათ ინტერვალებს შორის. თუმცა გახსოვდეთ, რომ პროცედურამდე აუცილებელია მისი სრულად მოცილება!

 

არა, თუ კი მიმართავთ ლაზერული ეპილაციის პროცედურას, ამ შემთხვევაში ინტერვალებს შორის არასასურველი თმის მოსაცილებლად რეკომენდირებულია მხოლოდ გაპარსვა ან სპეციალური ხსნარით თმის მოცილება (Veet). სეანსებს შორის ცვილით დეპილაცია აუცილებლად მოახდენს გავლენას თმის ზრდის სტადიებზე და შესაბამისად იმოქმედებს საბოლოო შედეგზე.

 

ცვილით დეპილაციის შემთხვევაში თმა სრულად ცილდება ფოლიკულას. იმისათვის, რომ მოხდეს თმის ფოლიკულის ეფექტური დაზიანება ლაზერის სხივის მიერ, აუცილებელია მასში არსებობდეს პიგმენტირებული თმის ღერი. დეპილაციის შემდგომ თქვენ უნდა დაიცადოთ 6-8 კვირის განმავლობაში, რათა ფოლიკულაში წარმოიქმნას თმის ახალი ღერი.

 

რა თქმა უნდა შესაძლებელია. ერთადერთი გასათვალისწინებელია სახის ზონა, სადაც გაპარსვისას სასურველია არ გაღიზიანდეს ღინღლოვანი თმები. ამასთან ერთად გაითვალისწინეთ, რომ ლაზერული ეპილაციის პროცედურამდე, სასურველია დასამუშავებელი ზონა გაიპარსოს ერთი დღით ადრე, ვინაიდან გაპარსვის შემდგომ კანი იქერცლება და ღიზიანდება, ამან კი შესაძლოა ლაზერული ეპილაციისას, გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების განვითარება. შესაბამისად გაპარსვის შემდგომ აუცილებელია კანს მისცეთ რეგენერაციის საშუალება.

 

ჩვენი და საერთაშორისო რეკომენდაციით, მენსტრუაციის პერიოდში სასურველია თავი შეიკავოთ ლაზერული ეპილაციისგან.

 

ლაზერული ეპილაციის შემდგომ თქვენი კანი ხდება მეტად მგრძნობიარე, შესაბამისად უნდა მოერიდოთ შემდეგს:

- ეპილაციის შემდეგ 3-6 საათის განმავლობაში, წყალი საერთოდ არ უნდა შეეხოს კანის ქსოვილს;

- განსაკუთრებით ცხელი აბაზანის მიღებას, საუნაში და საცურაო აუზზე ვიზიტს, ვარჯიშს 24-48 საათის განმავლობაში;

- სოლარიუმში გარუჯვას 24-48 საათის განმავლობაში;

- არ გამოიყენოთ კოსმეტიკური საშუალებები (მაკიაჟი) 12-24 საათის განმავლობაში, რადგან ეპილაციის შემდეგ გახსნილია ფორები და იზრდება ინფექციის შეჭრის შანსი;

- მოერიდეთ მჭიდრო ტანსაცმლის ჩაცმას 48 საათის განმავლობაში;

- ნებისმიერი სხვა საშუალება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება!

 

ტატუს არსებობის შემთხვევაში, ექიმი ვალდებულია დაფაროს სპეციალური საშუალებით ტატუირებული ზონა,  რათა არ განვითარდეს დამწვრობა ან ტატუს წაშლა. ვინაიდან ტატუ ასევე შეიცავს პიგმენტს, ლაზერით მანიპულაცია აუცილებლად მოახდენს ზემოქმედებას მასზეც, შესაბამისად არსებობს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი.  იგივე მიდგომას მოითხოვს კონტურული მაკიაჟი. რაც შეეხება ხალებს აუცილებელია დაიფაროს სპეციალური თეთრი ფანქრით რათა არ მოხდეს ხალის მოწვა.

 

ბოტოქსის ან ფილერის ინექციიდან უმჯობესია 2 კვირის შემდგომ გაკეთდეს ლაზერული ეპილაცია

 

პასუხი ცალსახად მარტივია - არა. ალერგია შესაძლებელია გამოიწვიოს ეპილაციის პროცედურის დროს გამოყენებულმა საშუელებებმა: ულტრაბგერითი გელი, საპარსი და ასე შემდეგ.

 

შესაძლებელია, რადგან ეპილაციამდე ხდება გაპარსვა და გაპარსვის დროს ხდება ღინღლის მოპარსვაც, რაც იწვევს ამ თმის გააქტიურებას და ანაგენის ფაზაში გადასვლას. ამიტომ გაპარსვის ტექნიკას დიდი ყურადღება ექცევა, განსაკუთრებით სახის ზონის შემთხვევაში, ექიმი ვალდებულია მაქსიმალურად შეეცადოს გაპარსოს ისე, რომ რაც შეიძლება ცოტა არა აქტიური თმის (ღინღლის) მოპარსვა მოხდეს.

 

ჰორმონალური დარღვევის შემთხვევაში ეპილაცია უშედეგოა,გარკვეულ ეტაპზე შეიძლება მივიღოთ სასურველი შედეგი,მაგრამ ჰორმონები სერიოზულ წინააღმდეგობას გვიწევენ,ამიტომ აუცილებელია ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია და ტანდემში მკურნალობის დაწყება. რაც შეეხება სიმსივნურ დაავადებებს,აქაც აუცილებელია ონკოლოგთან კონსულტაცია და მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაში პროცედურის დანიშვნა.

 

ლაზერი არ ანადგურებს ღინღლს, რადგან გააჩნია შერჩევითი ზემოქმედება თმის ღერზე, რაც მის უპირატესობად მიიჩნევა: ღინღლით დაფარული კანი უფრო ბუნებრივად გამოიყურება, ღინღლი იცავს კანს გარემო ფაქტორების და ზოგადად, კლიმატის მკვეთრი ცვლიების ნეგატიური ზემოქმედებისგან, იცავს მას გამოშრობისგან და ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან. ასევე, არსებობს სამწუხარო გამოცდილება იმისა, რომ მოშორებული ღინღლი შემდგომში, უხეშ თმად ყალიბდება ხოლმე.

 

ლაზერული სხივისთვის აუცილებელია თმაში პიგმენტის არსებობა, შესაბამისად თუ კი თმაში არ არის პიგმენტი, ამ შემთხვევაში ლაზერული ეპილაცია იქნება უშედეგო.

 

სამწუხაროდ დღემდე არ არსებობს კვლევა, რომელიც განსაზღვრავდა ლაზერული ეპილაციის კონკრეტულ ჩვენება / უკუჩვენებებს მოცემულ შემთხვევებში. აქედან გამომდინარე SANSO-ს რეკომენდაციაა თავი შეიკავოთ ამ პროცედურისგან ორსულობა - ლაქტაციის პერიოდში.

 

ჩვენი და საერთაშორისო რეკომენდაციით, ლაზერული ეპილაციის პროცედურა უმჯობესია ჩატარდეს 18 წელს გადაცილებულ ადამიანებში. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეპილაცია ეს არ არის მძიმე სამედიცინო ჩარევა, შეგვიძლია პაციენტებს მივუდგეთ ინდივიდუალურად. მინიმალური მოთხოვა არის ის რომ პაციენტს მენსტრუალური ციკლი ჩამოყალიბებული ქონდეს (მუდმივი, მინიმუმ 1 წელი, წყვეტების გარეშე).

 

დეპილაცია კანის ზედაპირზე არსებული თმის ღერის მოცილებაა. თმის ფოლიკულს ამ დროს არ ვეხებით, ამიტომ გარკვეული ხნის შემდეგ თმა ისევ იზრდება. დეპილაცია შესაძლებელია:

- სამართებლით;

- კრემით;

- ცვილით.

 

ბიოეპილაცია - ეს არის დეპილაციის ერთ ერთი ფორმა. ისტორიკოსების ცნობით, იგი ეგვიპტელმა ლამაზმანმა ნეფერტიტიმ გამოიგონა. თანამედროვე მედიცინამ გარკვეული ძვრები მოახდინა ამ სფეროში. ახლა ცვილში შედის სპეციალური დანამატები და ნატურალური კაუჩუკის მოლეკულები.

 

დეპილაციის ფორმა, რომელსაც მიმართავენ სახლის პირობებში. ამ დროს ეპილაციისთვის გამოიყენება  - შაქრის ცვილი. მოცემულ მეთოდს თავიდან ეგვიპტის დედოფალი კლეოპატრა იყენებდა და სწორედ იქიდან მოდის ეს საშუალება.

 

ელექტროეპილაცია არის ეპილაციის ფორმა, რომლის დროსაც ფოლიკულში ნემსით მიმართავენ გალვანურ ან ცვლად დენს. უმეტეს შემთხვევაში ელექტრო ეპილაცია არის მტკივნეულო (ხშირ შემთხვევაში პროცედურა მიმდინარეობს გაუსაძლისი ტკივილით) და არა კომფორტული პროცედურა. დღეს მას ატარებენ ოქროს ნემსებით მცირე ზომის უბნებზე: ბიკინის ზონაზე, სახეზე, დუნდულებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეპილაციის ამ მეთოდს ყველაზე ეფექტურად მიიჩნევენ, მისი განმეორება მაინც აუცილებელია, ამასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ თმა უნდა მოვაშოროთ მისი აქტიური ზრდის პიკზე, სხვაგვარად ამ პროცედურის ჩატარება უაზრობაა. ელექტროეპილაციის სახეებია თერმოლიზი და ელექტროლიზი, ასევე - მათი ერთობლიობა. პოპულარობით სარგებლობს ელექტროლიზი გალვანური დენის გამოყენებით. 

 

ALMA Soprano ICE Platinum-ის ლაზერული ეპილაციის ცენტრების ნახვა შეგიძლიათ ამ ლინკზე - http://soprano.ge/index.php?m=6

ALMA Soprano ICE-ის ლაზერული ეპილაციის ცენტრების ნახვა შეგიძლიათ ამ ლინკზე - www.speedgel.ge